ღვთის გულისათვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში - ბაიდენი პუტინზე

საქართველო, თბილისი - 22:33 | 26.03.2022
ნანახია: 386

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღარ უნდა იყოს მისი ქვეყნის ლიდერი.

"უკრაინა არასდროს იქნება გამარჯვება რუსეთისთვის. თავისუფალი ადამიანები უარს ამბობენ უიმედობასა და სიბნელეზე. ჩვენ სხვაგვარი მომავალი გვაქვს, ნათელი, დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული. იმედისა და სინათლის, წესიერებისა და ღირსების, თავისუფლებისა და შესაძლებლობების. ღვთის გულისათვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში", - განაცხადა ბაიდენმა ვარშავის ციხე-სიმაგრეზე წარმოთქმული სიტყვის დასასრულს.

ეს პირველი განცხადებაა ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც რუსეთის ხელისუფლების პოტენციური ცვლილების სურვილზე მიანიშნებს. დასავლური მედიის ცნობით, ეს შესაძლოა, ვაშინგტონის მოსკოვის მიმართ მიდგომების მანიშნებელი იყოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე