არც კი იფიქრო ნატოს ტერიტორიაზე გადასვლაზე - ბაიდენი პუტინს

საქართველო, თბილისი - 22:13 | 26.03.2022
ნანახია: 421

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტის დასასრულს, ვარშავაში შემაჯამებელი განცხადება გააკეთა.

ჯო ბაიდენმა გააფრთხილა ვლადიმირ პუტინი, არც კი იფიქროს, ნატოს ტერიტორიაზე ერთი სანტიმეტრითაც კი გადაადგილება.

ბაიდენმა თქვა, რომ აშშ ერთგულია ნატოს წესდებით გათვალისწინებული კოლექტიური დაცვის ვალდებულებების შესრულების მიმართ.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი არ მოითხოვს ამერიკის პირდაპირ ჩარევას.

"ამერიკული ძალები ევროპაში არ არიან იმისთვის, რომ კონფლიქტში ჩაერთონ რუსულ ძალებთან, ამერიკული ძალები აქ არიან ნატოს მოკავშირეების დასაცავად", - თქვა მან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე