ლვოვში აფეთქებები მოხდა

საქართველო, თბილისი - 20:06 | 26.03.2022
ნანახია: 316

უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლვოვში აფეთქებების ხმა გაისმა.

ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ ადგილობრიივ დაახლოებით 16:30 საათზე ლვოვის მახლობლად სამი ძლიერი აფეთქება მოხდა.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა აფეთქებების შედეგად ძლიერი კვამლი შენიშნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის არმიამ სარაკეტო იერიში განახორციელა, რომლის სამიზნე საკომუნიკაციო კოშკი იყო.

სხვა დეტალები უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე