უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო არმიამ 16 400-მდე სამხედრო დაკარგა - გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 15:31 | 26.03.2022
ნანახია: 416

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო არმიამ 16 400-მდე სამხედრო დაკარგა.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

„24 თებერვლლიდან 26 მარტამდე პერიოდში მტრის დანაკარგები შეადგენს:

პირადი შემადგენლობა - დაახლოებით 16 400 ადამიანი;

ტანკი - 575 ერთეული;

საბრძოლო ჯავშანმანქანა - 1 640;

საარტილერიო სისტემა - 293 ერთეული;

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 91 ერთეული;

საჰაერო თავდაცვის სისტემა - 51 ერთეული;

თვითმფრინავი - 117 ერთეული;

ვერტმფრენი - 127 ერთეული;

საავტომობილო ტექნიკა - 1 131 ერთეული;

გემი/კატერი - 7 ერთეული;

საწვავმზიდი - 73;

ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 56;

სპეციალური ტექნიკა - 19;

ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები - 2“, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე