რუსეთი ბირთვულ იარაღს ოთხ შემთხვევაში გამოიყენებს - დმიტრი მედვედევი

საქართველო, თბილისი - 14:32 | 26.03.2022
ნანახია: 485

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ბირთვული იარაღი, შესაძლოა, ოთხ შემთხვევაში გამოიყენოს. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია წერს.

მედვედევის თქმით, რუსეთმა ბირთვული იარაღი, შესაძლოა, იმ შემთხვევაში გამოიყენოს თუ მის ტერიტორიაზე განხორციელდება სარაკეტო დარტყმა ან იერიში ბირთვული იარაღის გამოყენებით.

ასევე რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერი სხვა ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.

მესამე შემთხვევაში - თუ მოხდება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა, რომელსაც ბირთვული შეკავების რუსული ძალების პარალიზება მოჰყვება.

მეოთხე  - რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიის შემხვევაში, რომლის შედეგად საფრთხე დაემუქრება ქვეყნის არსებობას.

მედვედევის თქმით, ბოლო, მეოთხე შემთხვევა ითვალისწინებს პასუხს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი არ იქნება გამოყენებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე