პოლონეთი 40 რუს დიპლომატს გააძევებს

საქართველო, თბილისი - 14:19 | 23.03.2022
ნანახია: 438

პოლონეთის ხელისუფლებას განზრახული აქვს, დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობისა და/ან ჯაშუშობისთვის, 40-მდე რუსი დიპლომატი გააძევოს. იტყობინება სახელისუფლებო წყაროზე დაყრდნობით, პოლონური სააგენტო Onet-ი.

გამოცემის ინფორმაციით, დღეს დილით პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვარშავაში რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი დაიბარეს.

რუსი დიპლომატების სია, რომლებიც გამოცემის ინფორმაციით, პოლონეთში დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან შეუთავსებელი საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი, დაახლოებით 40 ადამიანს მოიცავს.

მათ შორის არიან, ვარშავაში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები.

გამოცემის წყაროების ცნობით, ყველა ეს დიპლომატი საფრთხეს უქმნიდა პოლონეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას და მათი საქმიანობა შეიძლება ჩაითვალოს, როგორც უცხო სახელმწიფოს სასარგებლო შპიონაჟი.

მოელიან, რომ დიპლომატების გაძევების თაობაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს შუადღისას გაავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე