ოკუპანტებმა სევეროდონეცკში მაღაზიის რიგში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს - არიან დაღუპულები

საქართველო, თბილისი - 15:10 | 22.03.2022
ნანახია: 350

რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკში თავს დაესხნენ მაღაზიის რიგში მყოფ ადამიანებს. ინფორმაციას ლუჰანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი Facebook-ზე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, არიან დაღუპულები.

„ოკუპანტებმა სევეროდონეცკში ცეცხლი გაუხსნეს მაღაზიას, არიან დაღუპულები და დაჭრილები. მათი რაოდენობა ზუსტდება. ორკები ცინიკურად ართმევენ უკრაინელებს სიცოცხლეს!  

მათ განგებ ესროლეს რიგს. ადამიანები იქ, უბრალოდ პროდუქტებისთვის მივიდნენ“, - წერს გაიდაი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე