სუმის ქიმიურ ქარხანში ამიაკმა გაჟონა

საქართველო, თბილისი - 11:23 | 21.03.2022
ნანახია: 362

სუმის ქიმიური მრეწველობის ქარხანში ამიაკმა გაჟონა. ამის შესახებ სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრი ჟივიცკი იუწყება.

მისი ინფორმაციით, დაბინძურების რადიუსი 5 კილომეტრია და ამ რადიუსში მყოფმა პირებმა ტერიტორია უნდა დატოვონ.

ჟივიცკის ინფორაციითვე, ადგილზე მუშაობენ საავარიო ბრიგადები. მას არ დაუკონკრეტებია რამ გამოიწვია ამიაკის გაჟონვა.

სუმი ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და ის ოკუპანტების ალყაშია.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე