რუსეთს ბრძოლის ველზე ისეთი დიდი დანაკარგი აქვს, რომ აღარ იცის სად ეძებოს დახმარება - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 17:17 | 14.03.2022
ნანახია: 578

რუსეთს ბრძოლის ველზე ისეთი დიდი დანაკარგი აქვს, რომ აღარ იცის სად ეძებოს რეზერვები და დახმარება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„შეიარაღებულო ძალები მტკიცედ დგანან. ჩვენ ისეთ დანაკარგს ვაყენებთ მტერს, რომ მან უკვე აღარ იცის, სად ეძებოს რეზერვები. სად ეძებოს დახმარება.  

მაგრამ ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს.

რუსეთის სახელმწიფო ომისთვის ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდა. მათ დააგროვეს მნიშვნელოვანი სამხედრო რესურსი ბოროტებისთვის, მეზობლების დასაპტრობად. უკრაინის, ევროპის გასანადგურებლად.  

ამიტომ მედგრად უნდა ვიდგეთ, უნდა ვიბრძოლოთ, რომ გავიმარჯვოთ, რომ მივაღწიოთ უკრაინისთვის დამსახურებულ მშვიდობას, სამართლიან მშვიდობას. ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის უსაფრთხოების გარანტიებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე