ოკუპანტებმა ქალაქი ახტირკა დაბომბეს, არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 12:13 | 14.03.2022
ნანახია: 397

სუმის ოლქში, ქალაქ ახტირკის დაბომბვის შედეგად სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ქალაქის მერმა პაველ კუზმენკომ განაცხადა. ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ გადარჩენილებს.

 „სამწუხაროდ, ქალაქ ახტირკაში მშვიდობიანი დილა არ გვაქვს... ღამით საცხოვრებელი სახლები დაიბომბა, დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი. სხვები ჯერ არ გვიპოვია. ჩემს უკან იწვის სახლები...“ - თქვა მერმა.

„ვაჩვენებ მთელ მოსფლიოს, რაც გვიკეთებს მტერი, ის ჩვენ გვანადგურებს და გვბომბავს, მას შეუძლია ბრძოლა მხოლოდ სამოქალაქო მოსახლეობასთან“, - აღნიშნა მერმა და დასავლეთს უკრაინის ცის დახურვისკენ მოუწოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე