მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვისას დაშავებული ორსული გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:56 | 14.03.2022
ნანახია: 412

მარიუპოლში გარდაიცვალა ორსული, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ სამშობიარო სახლის დაბომბვის დროს დაშავდა.

ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ასია დოლინა Facebook-ზე წერს. იტყობინება „უნიანი“.

დოლინა აღნიშნავს, რომ ინფორმაცია დაადასტურა ფოტოგრაფმა ევგენი მალოლეტკამ, რომელიც დაბომბვის დღეს შემთხვევის ადგილიდან ფოტორეპორტაჟს აკეთებდა.

 „პირველი ორსული გოგონა, რომელიც დაბომბვის ადგილიდან საკაცით გამოიყვანეს, გადაიცვალა. ვერ გადაარჩინეს მისი ჯერ არდაბადებული შვილიც“, - იუწყება ჟურნალისტი.

კიდევ ერთმა დაჭრილმა ორსულმა მარიანა პოდგურსკაიამ გოგონა გააჩინა.

შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლის სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო 9 მარტს დაბომბა. ადგილზე გარდაიცვალა 3 და დაშავდა 17 ადამიანი

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე