აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 13,6 მლრდ დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 10:53 | 11.03.2022
ნანახია: 362

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა  უკრაინისთვის 13,6 მლრდ დოლარის დახმარების პაკეტის კანონპროექტი. ინფორმაციას CNN  ავრცელებს.

კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ 9 მარტს მიიღო, პრეზიდენტ ბაიდენს ხელმოსაწერად გაეგზავნება.

„უკრაინელი ხალხი იბრძვის თავისი სიცოცხლისა და ახალგაზრდა დემოკრატიის გადასარჩენად. კონგრესს გააჩნია მორალური ვალდებულება იდგეს მის გვერდით, როდესაც ის {უკრაინელი ხალხი} ებრძვის ვლადიმირ პუტინის ბოროტებას და მის სისხლიან კამპანიას“, - აღნიშნა სენატორმა ჩაკ შუმერმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე