პანიკას ხელს უწყობს „ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომელიც აორგანიზებს და ახალისებს იმას, რომ თითქოს შესაძლოა რაიმე პროდუქტი აღარ იყოს - ლევან ხაბეიშვილი
საქართველო, თბილისი - 11:56 | 10.03.2022 ნანახია: 710
პანიკას ხელს უწყობს „ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომელიც აორგანიზებს და ახალისებს იმას, რომ თითქოს შესაძლოა რაიმე პროდუქტი აღარ იყოს, - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. მისი თქმით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვხედავთ ფაქტობრივ პანიკას მაღაზიებში, სადაც კონკრეტული ადამიანები ყიდულობენ პროდუქციას.
"ამ პანიკას ხელს უწყობს "ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომელიც აორგანიზებს და ახალისებს იმას, რომ თითქოს, შესაძლოა, რაიმე პროდუქტი აღარ იყოს, ან ამ მიმართულებით რაიმე პრობლემა შეიქმნას და ამასობაში არავინ არ უხსნის მოსახლეობას, რომლებიც მაღაზიაში დიდი ოდენობით შაქარს ყიდულობენ, რომ 99%-ით ჩვენ არ ვართ დამოკიდებული არც რუსეთზე, არც უკრაინაზე და არც ბელარუსზე. შაქარი შემოგვაქვს სხვა ქვეყნებიდან როგორიცაა: ბრაზილია, თურქეთი, მექსიკა, აზერბაიჯანი და ა.შ.
ხელისუფლება ერთადერთი რამის გამო ატარებს ექსპერიმენტს საკუთარ მოსახლეობაზე, უნდა რომ ასეთ მძიმე ვითარებაში შემდეგ გაამართლოს თავისი მოღალატეობრივი მოქმედებები, რომელიც უკავშირდება იმას, რომ არ უერთდება სანქციებს, რომელსაც რუსეთს ცივილიზებული სამყარო უწესებს და ამით ცდილობს ადამიანებს აჩვენებს, რომ აი, თურმე როგორი პანიკა იქნება და როგორი პრობლემები შეიქმნება ბაზარზე იმ შემთხვევაში, თუ სანქციებს შევუერთდებით. ეს წამოცდენა ჰქონდა გუშინ მდინარაძეს, რომელმაც დღის ბოლოს გააკეთა განცხადება, რომ წარმოიდგინეთ სანქციების შემთხვევაში რა დაგვემუქრებაო. არადა შაქრის მაგალითიც მეტყველებს იმაზე, რომ ბაზარზე პროდუქციის არანაირი პრობლემა არ იქნება.
მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ პრობლემა პროდუქცია რომ არ იქნება იმაში კი არ არის, არამედ პრობლემა არის ლარის გაუფასურებაში, ინფლაციაში და ფასების ზრდაში, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ხელისუფლების არაფრისმაქნისობასთან და ფაქტობრივად იმაზე, რომ ამ მიმართულებით არაფერს არ მუშაობენ და ახლა ცდილობენ ეს ყველაფერი გადააბრალონ იმას, რომ თურმე უკრაინაში ომია, თურმე ჩვენ სანქციებს ვერ შევუერთდებით და ცდილობენ საკუთარი უმოქმედობის გამართლებას აი, ასეთი მოქმედებებით, როცა ასეთ მძიმე ვითარებაში საკუთარ მოსახლეობაზე ატარებენ ექსპერიმენტებს. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, რომ პროდუქციის პრობლემა ნამდვილად არ იქნება, განსაკუთრებით შაქარზე, რომელიც საერთოდ არანაირ კავშირში არაა რუსეთის აგრესიულ მოქმედებებთან უკრაინაში," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















