უკრაინაში, რუსეთის საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგი 12 ათასს აღემატება

საქართველო, თბილისი - 11:46 | 08.03.2022
ნანახია: 538

უკრაინაში, ომის მე-12 დღეს რუსეთის საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგი 12 ათასს აღემატება. ინფორმაციას უკრაინის შეიარღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, მტერმა საერთო ჯამში დაკარგა:

პირადი შემადგენლობა - 12 ათასზე მეტი ადამიანი;

ტანკი - 303 ერთეული;

საბრძოლო ჯავშანმანქანა - 1036 ერთეული;

საარტილერიო სისტემა - 120;

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 56;

საჰაერო თავდაცვის საშუალება - 27;

თვითმფრინავი - 48 ერთეული;

ვერტმფრენი - 80 ერთეული;

საავტომობილო ტექნიკა - 474;

ხომალდი/კატერი - 3 ერთეული;

საწვავის ავზი - 60

ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 7.

მონაცემები ზუსტდება. ოკუპანტის დანაკარგის სტატისტიკის წარმოებას ხელს უშლის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები.

გენშტაბი მოსახლეობას მოუწოდებს ენდოს მხოლოდ გადამოწმებულ წყაროებს, არ აყვეს პანიკას და გააგრძელოს მტრისთვის მედგარი წინააღმდეგობა.

 


პოლიტიკა

სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე