უკრაინა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა - გაერო

საქართველო, თბილისი - 11:26 | 03.03.2022
ნანახია: 407

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან ქვეყანა მილიონმა ადამიანმა დატოვა.

ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი ტვიტერზე წერს.

‘სულ რაღაც შვიდ დღეში, უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში ერთი მილიონი ლტოლვილის გადასვლის მოწმე გავხდით“, - წერს გრანდი

როგორც გრანდი აღნიშნავს, ლტოლვილები მეზობელ ქვეყნებში გადადიან.

 „უკრაინაში დარჩენილი კიდევ მრავალი მილიონი ადამიანისთვის, დროა იარაღი დადუმდეს, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება იყოს შესაძლებელი,“- წერს გრანდი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე