პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნიდან 10 ათას დოლარზე მეტის გატანა აუკრძალა

საქართველო, თბილისი - 12:13 | 02.03.2022
ნანახია: 366

რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნიდან უცხოური ვალუტით 10 ათას დოლარზე მეტის გატანა აეკრძალათ. განკარგულებას, რომელიც დღეიდან შედის ძალაში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება პუტინმა მას შემდეგ მიიღო, რაც დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუბლის რეკორდული გაუფასურება გამოიწვია.

ამასთან, პუტინის განკარგულება უკრძალავს რუსეთის რეზიდენტებს „არამეგობრული ქვეყნებიდან“ და მათ მიერ კონტროლირებად სტრუქტურებს, უცხოური ინვესტიციების მაკონტროლებელი სამთავრობო კომისიის თანხმობის გარეშე ფასიანი ქაღალდებითა და უძრავი ქონებით გარიგებებს, რუბლში კრედიტის აღებას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე