კანის ფესტივალი რუსული დელეგაციის მიღებაზე უარს ამბობს

საქართველო, თბილისი - 22:17 | 01.03.2022
ნანახია: 364

კანის ფესტივალმა განაცხადა, რომ წელს რუსულ დელეგაციებს არ მიიღებს. „გადავწყვიტეთ, რომ თუ აგრესიული ომი არ შეწყდება იმ პირობებით, რომელიც დააკმაყოფილებს უკრაინელ ხალხს, არ  მივიღებთ რუსეთიდან ოფიციალურ დელეგაციას და არ დავუშვებთ პირებს, რომლებიც დაკავშირებულები იქნებიან რუსეთის ხელისუფლებასთან“, - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ამასთან, ფესტივალის წარმომადგენლები მიესალმებიან რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც გააპროტესტეს რუსეთის აგრესია.

„ასევე გვინდა მივესალმოთ რუსეთში იმ ადამიანების გამბედაობას, რომლებმაც გარისკეს და გააპროტესტეს აგრესია და უკრაინაში შეჭრა. მათ შორის არიან  მხატვრები და კინოს პროფესიონალები, რომლებსაც არასდროს შეუწყვეტიათ ბრძოლა დღევანდელ რეჟიმთან“, - აცხადებენ კანის ფესტივალის ორგანიზატორები.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე