პარიზის ცვილის მუზეუმიდან პუტინის ქანდაკება აიღეს

საქართველო, თბილისი - 20:56 | 01.03.2022
ნანახია: 443

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარე ცვილის მუზეუმის (Musée Grevin) ექსპოზიციიდან აგრესორი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ცვილის ქანდაკება ამოიღეს.

მუზეუმის დირექტორის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გაღიზიანებული ვიზიტორები პუტინის ქანდაკებას "თავს ესხმოდნენ".

"მუზეუმის თანამშრომლებს კი არ სურდათ, პუტინის ქანდაკების ყოველდღიური მოვლა-პატრონობა და დაზიანებების აღდგენა", - განმარტა დირექტორმა France TV Info-სთან საუბარში.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე