უკრაინა რუსეთის სამხედრო დანაკარგზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 15:39 | 27.02.2022
ნანახია: 417

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რუსი სამხედროების დანაკარგების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა.

კერძოდ, ვარაუდობენ, რომ 24-27 თებერვალს რუსულმა მხარემ დაკარგა 27 თვითმფრინავი, 26 შვეულმფრენი, 146 ტანკი, 706 ჯავშანტექნიკა, ორი დრონი, ორი ხომალდი/კატერი და 60 საწვავის რეზერვუარი.

იუწყებიან, რომ ასევე განადგურებულია 49 ქვემეხი, 1 საზენიტო სარაკეტო სისტემა, 4 სარაკეტო სისტემა BM-21 "გრადი", 30 საავტომობილო ტექნიკა.

სავარაუდოდ, რუსეთს სამხედრო ინტერვენციის განმავლობაში, დაღუპულია 4 300 რუსი ჯარისკაცი/სამხედრო პერსონალი.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს მონაცემები ზუსტდება და საბოლოო არ არის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს მონაცემებს დაღუპულების, დაჭრილებისა და განადგურებული ტექნიკის შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე