ვკითხე ევროპის 27 ლიდერს, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში? ყველას ეშინია, არ მპასუხობენ, ჩვენ კი არაფრის გვეშინია, არ გვეშინია რუსეთის - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 06:04 | 25.02.2022
ნანახია: 325

დღეს ვკითხე ევროპის 27 ლიდერს, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში? ვკითხე პირდაპირ, ყველას ეშინია, არ მპასუხობენ, ჩვენ კი არაფრის გვეშინია, არ გვეშინია რუსეთის, არ გვეშინია რუსეთთან საუბრის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ის ამბობს, რომ უკრაინა მარტოა დარჩენილი მტრის პირისპირ.

"ჩვენ მარტო დავრჩით საკუთარი სახელმწიფოს დაცვისას. ვინ არის მზად ჩვენთან ერთად იომოს? ვერავის ვხედავ. ვინ არის მზად, უკრაინას NATO-ში გაწევრიანების გარანტია მისცეს? ყველას ეშინია.

დღეს მოსკოვიდან შევიტყვეთ, რომ მათ ჯერ კიდევ სურთ საუბარი. მათ სურთ უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე საუბარი. მე ვეუბნები ჩემს ყველა პარტნიორს: ახლა ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. ვეკითხები მათ, ხართ თუ არა ჩვენთან ერთად?

დღეს ვკითხე ევროპის 27 ლიდერს, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში? ვკითხე პირდაპირ. ყველას ეშინია. არ მპასუხობენ. ჩვენ კი არაფრის გვეშინია. არ გვეშინია რუსეთის, არ გვეშინია რუსეთთან საუბრის. ყველაფერზე საუბრის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთოხოების გარანტიებზე და ნეიტრალიტეტზე, ჩვენ ხომ ახლა არ ვართ ნატო-ს წევრი, მაგრამ ჩვენ რა გარანტიები გვექნება? ჩვენ ახლა უნდა ვისაუბროთ ცეცხლის შეწყვეტაზე. ახლა ქვეყნის ბედი დამოკიდებულია ჩვენს არმიაზე და ხალხზე, ჩვენს დამცველებზე.“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე