25 თებერვალი არ არის გლოვის დღე, ეს ჩვენი გამარჯვების დღეა, დღეს ვართ დამოუკიდებელი საქართველო, ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს - სალომე ზურაბიშვილი
საქართველო, თბილისი - 14:30 | 23.02.2022 ნანახია: 493
25 თებერვალი და 9 აპრილი არ არის გლოვის დღე, ყველა ეს თარიღი არის ჩვენი გამარჯვების დღე, რადგან დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საქართველო, ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, იუნკრების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, იუნკერებმა სინამდვილეში გაიმარჯვეს და დატოვეს მაგალითი, რომლითაც მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ.
„სიზმრად ვნახე საქართველო, სისხლის ზღვაში ბანაობდა, დაფლეთილი ჩვენი დროშა კოჯრის მთაზე ქანაობდა“ – ამ ლექსით თუ სიმღერით გავიზარდე, როგორც ბევრი სხვა ემიგრანტი და იმ დროს ისე ჩანდა, რომ საქართველო დამარცხდა, იუნკერები დამარცხდნენ, საქართველო დატოვა თავისმა მთავრობამ და რუსეთმა გაიმარჯვა, ასე ჩანდა. ასე ჩანდა 1801 წელს, როცა რუსეთმა გააუქმა საქართველოს ტახტი და მისი დამოუკიდებლობა და სუვერენობა, იმ მოსკოვის ტრაქტატის მიუხედავად. ასე ჩანდა 1992 წელს, როცა სოხუმი დაეცა, ასე ჩანდა 2008 წელს, როცა საქართველოს ტერიტორია იბომბებოდა, ასე შეიძლება, ჩანდეს დღეს ჩვენი მეგობარი უკრაინელებისთვის, როცა მათ ტერიტორიებზე შემოდის რუსეთის ჯარი, მაგრამ ეს მხოლოდ ასე ჩანს, რომ ეს არის რუსეთის ერთგვარი გამარჯვება და ჩვენი ქვეყნების ერთგვარი დამარცხება. ასე ჩანს და ასე არ არის. რეალურად დღეს, როცა პრეზიდენტის სასახლეზე ის დაფლეთილი, ჩვენი კოჯრის მთაზე, რომ ქანაობდა, დროშაა აღმართული ჩვენ დღევანდელ დროშასთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ საქართველო და მისი დამოუკიდებლობა ხელშეუხებელია. ასე ჩანდა და ასე არ არის, რადგან ჩვენ ვდგავართ დღეს დამოუკიდებელი საქართველო, დამოუკიდებელი უკრაინის გვერდში. ასე ჩანდა და ასე არ არის. იუნკერებმა სინამდვილეში გაიმარჯვეს, რამეთუ დაგვიტოვეს ეს მაგალითი, რომლითაც ჩვენ უნდა ვზრდიდეთ დღეს ჩვენ ახალგაზრდებს, უნდა ესმოდეთ, რომ რიცხოვნობას არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყნის სიძლიერეს და დიდი და პატარა ამ შემთხვევაში არაფერს არ ნიშნავს, თუ შენ იცი რისთვის იბრძვი და რისი გწამს.
ეს დღე რეალურად გლოვის დღე არ არის და არასოდეს არ უნდა იყოს, არც 25 თებერვალი, არც 9 აპრილი, ყველა ეს თარიღი არის ჩვენი გამარჯვების დღე, რამეთუ დღეს ჩვენ ვართ როგორც დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა ვერაფერი ვერ უყო და ვერაფერს ვერ უზამს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, 25 თებერვალი ამავე დროს არის დაფიქრების დღე. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ყოველდღიურად ამას უნდა ვაღწევდეთ, რომ ვიყოთ ქვეყანა, რომელიც ღირსი იქნება იმ იუნკერების, რომლებიც კოჯრის მთაზე იბრძოდნენ“.
„დაფიქრების იმის შესახებ, ვაკეთებთ თუ არა ჩვენ ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ ერთ საუკუნეში, ორ საუკუნეში შემდგომმა თაობებმაც თქვან, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული. ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდობას გადავცეთ ის სულისკვეთება, რომელიც ამოძრავებდათ მარო მაყაშვილს, გივი ღამბაშიძეს, მთელ მაყაშვილების ოჯახს და სხვებს, ვინც იქ იბრძოდნენ. თუ ვასწავლით სკოლებში იმას, რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული. ნუთუ, ჩვენ ამ ქვეყანაში სახელმწიფოებრივად გვაქვს ის პერსპექტივა, მომავლის ის ხედვა, რასაც ჰქვია ეროვნული იდეოლოგია და რის გარეშეც ქვეყანა ვერ გაიზრდება. ნუთუ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ ჯარშიც იყოს სულისკვეთება. ჯარს შეიძლება ბევრი იარაღი ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს ის მთავარი, რაც მას ამოძრავებს. ნუთუ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფო დავაყენოთ ყველაფერზე ზემოთ – პარტიების ზემოთ, პირადი ინტერესების ზემოთ, სიძულვილის ზემოთ და მივხვდეთ, რომ ეროვნული თანხმობის გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით ხვალ ის, რაც ვართ დღეს და ეს არის ჩვენი ნამდვილი ძალა და ეს ძალა ყოველდღიურად უნდა გაძლიერდეს. ყოველდღიურად ჩვენ ამას უნდა ვაღწევდეთ, რომ ვიყოთ ქვეყანა, რომელიც ღირსი იქნება იმ იუნკერების, რომლებიც კოჯრის მთაზე იბრძოდნენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. ინტერვენციის გამო, 1918 წელს ჩატარებული არჩევნების გზით არჩეული მთავრობა ემიგრაციაში აღმოჩნდა, ქვეყანაში კი, კომუნისტური მმართველობა და 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმი დამყარდა. თითქმის საუკუნის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრი კოჯრის და ტაბახმელას მისადგომები იყო. საბჭოთა ოკუპაციის დღის მთავარი გმირები გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად მაშინდელი სამხედრო სასწავლებლების სტუდენტები, იუნკერები არიან, რომლებმაც წითელ არმიას უთანასწორო ბრძოლაში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. შეტაკებების დროს იუნკერების დიდი ნაწილი დაიღუპა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















