Pfizer-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება

საქართველო, თბილისი - 20:15 | 10.01.2022
ნანახია: 408

კომპანია Pfizer-ის ხელმძღვანელმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ეფექტიანი იქნება მათ შორის „ომიკრონის“ წინაამდეგ, მზად მარტისთვის იქნება.

„ჩვენ ვმუშაობთ ვაქცინის ახალ ვერსიაზე, რომელიც ეფექტიანი იქნება, მათ შორის „ომიკრონის“ წინააღმდეგ. ისევე, როგორც კორონავირუსის სხვა შტამების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ მას ექნება უფრო მნიშვნელოვანი დაცვისუნარიანობა ინფექციის მიმართ, რადგან ჰოსპიტალიზაციისა და დაავადების რთული განვითარებისგან დაცვის უნარი არსებულ ვაქცინებსაც აქვთ... ეს ვაქცინა მზად მარტისთვის იქნება“, - განაცხადა ბურლამ ტელეარხ CNBC-ის ეთერში.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე