მიანმარის ყოფილ ლიდერს აუნ სან სუ ჩჟის კიდევ ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველო, თბილისი - 17:45 | 10.01.2022
ნანახია: 384

მიანმარის სპეციალურმა ტრიბუნალმა ქვეყნის ყოფილ ლიდერს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს აუნ სან სუ ჩჟის ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნო პერსონალური რაციების ქვეყანაში უკანონოდ შეტანასა და შენახვაში, ასევე კოვიდრეგულაციების დარღვევაში.

ბოლო ერთ თვეში 76 წლის აუნ სან სუ ჩჟისთვის ეს მეორე განაჩენია. დეკემბრის დასაწყისში პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნეს კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევების წაქეზებაში და ასევე 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვინებით კი განაჩენი 2 წლამდე შეუმცირეს.

ახალი საქმის განხილვა კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. უფლებადამცველებმა ორივე ბრალდებას და სასამართლო პროცესებს უკვე უწოდეს აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირიებული. ამის გარდა, აუნ სან სუ ჩჟის ადანაშაულებენ კორუფციაში, ღალატში, სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნებასა და არჩევნების გაყალბებაში. თუ პოლიტიკოსს ყველა ამ ბრალდებაში დამნაშავედ აღიარებენ, მას საერთო ჯამში 100 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აუნ სან სუ ჩჟი პარტია „ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის“ ლიდერია. მან 15 წელი შინა პატიმრობაში გაატარა. 1991 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. 2015 წელს არჩევენბში პარტიის გამარჯვების შემდეგ აუნ სან სუ ჩჟი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და ფაქტობრივად, სახელმწიფოს ლიდერი გახდა.

2021 წლის თებერვალში მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა - არმიამ პარტია „ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის“ 2020 წლის არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა, ისე, რომ მტკიცებულებებიარ წარუდგენია. აუნ სან სუ ჩჟი კვლავ დააპატიმრეს.

მიანმარი გადატრიალების შემდეგ სულ უფრო ეფლობა ქაოსსა და ძალადობაში. საქველმოქმედო ორანიზაციების მონაცემებით, ხუნტის საწინააღმდეგო პროტესტების დროს სულ მცირე 1 447 ადამიანი მოკლეს, 11 400-მდე კი დააპატიმრეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე