მზად ვართ გადამწყვეტი ზომებისთვის, თუ რუსეთი იმოქმედებს - სენატორი შაჰინი

საქართველო, თბილისი - 13:03 | 10.01.2022
ნანახია: 444

შეერთებული შტატების სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ჯინ შაჰინი ეხმიანება მიმდინარე კვირაში სხვადასხვა ფორმატში რუსეთთან დაგეგმილ მოლაპარაკებებს.

სენატორის განცხადებით, შეერთებული შტატები მზად არის გადამწყვეტად უპასუხოს რუსეთის მოქმედებებს.

"სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი წარმოადგენს რუსეთთან დიპლომატიის კრიტიკული კვირის დასაწყისს. პუტინისთვის ცხადი უნდა იყოს: დიპლომატიური გზით მას აქვს ამ სიტუაციის დეესკალაციის შესაძლებლობა. არჩევანი მასზე, მაგრამ ჩვენ მზად ვართ გადამწყვეტად ვუპასუხოთ, თუ რუსეთი იმოქმედებს", - წერს შაჰინი "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, 10 იანვარს, ჟენევაში "სტრატეგიისა და უსაფრთხოების საკითხებზე" მოლაპარაკებებს გამართავენ რუსეთის და ამერიკის დელეგაციები. ჟენევაში კონსულტაციების შემდეგ, 12 იანვარს ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება, მოლაპარაკებები გაგრძელდება 13 იანვარს ვენაში, ეუთო-ს ფორმატში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე