ნიუ იორკში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვი

საქართველო, თბილისი - 12:18 | 10.01.2022
ნანახია: 402

ნიუ იორკში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვი.

ხანძარი ნიუ-იორკში, ბრონქსში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

ნიუ-იორკის მერის ერიკ ადამსის განცხადებით, კიდევ 32 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

სახანძრო დეპარტამენტის კომისარ დანიელ ნიგრო განცხადებით, მეხანძრე-მაშველებმა 19-სართულიანი კორპუსის ყველა სართულზე იპოვეს მსხვერპლი და დასძინა, რომ ხანძარი თავისი მასშტაბებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა ნიუ იორკის ისტორიაში.

ხანძრის ქრობაში დაახლოებით 200 მეხანძრე იღებდა მონაწილეობას.

ბრონქსში გაჩენილ ხანძრამდე რამდენიმე დღით ადრე ხანძარი იყო ფილადელფიაში. მაშინ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 8 ბავშვი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე