ყაზახეთში საპროტეტსო აქციებისას 164 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები

საქართველო, თბილისი - 15:20 | 09.01.2022
ნანახია: 443

ყაზახეთში მიმდინარე აქციებისას 164 ადამიანი დაიღუპა.

ალმათში დაღუპულია 103 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

როგორ ტელეარხი „ხაბარ-24“  ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, სამედიცინო დახმარება 2 200-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა.

ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებებში 719 ადამიანი რჩება. მათ შორის 83 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

 შეგახსენებთ, ყაზახეთი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის გაზრდილი ფასის გამო 2 იანვარს, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რეგიონში დაიწყო. მოგვიანებით, საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ დემონსტრაციებში გადაიზარდა, სადაც გაჩნდა ეკონომიკური და პოლიტიკური მოთხოვნები.

მწვავე პროტესტების ფონზე გადადგა ქვეყნის მთავრობა.

4 და 5 იანვარს ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ქალაქ ალმათში, სადაც დემონსტრანტებისა და უსაფრთხოების ძალების შეტაკებები გაიმართა.

პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ-თოყაევმა აქციის მონაწილეებს ტერორისტები უწოდა და მათი თავდასხმა ყაზახეთზე განხორციელებულ აგრესიის აქტად შეაფასა. თოყაევმა მითითება მისცა სამართალდამცავებს, რომ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუფრთხილებლად გაუხსნან.

თოყაევმა დახმარების თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა, რის შემდეგაც, ქვეყანაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამხედროები განთავსდნენ. კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე