უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ მზად არის რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესოს

საქართველო, თბილისი - 13:50 | 09.01.2022
ნანახია: 799

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და მისი მოკავშირეები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში განიხილავენ მოსკოვის წინააღდეგ ახალი მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებას. რუსეთი, შესაძლოა, შეიყვანონ იმ სახელმწიფოთა სიაში, რომლებსაც ყველაზე მკაცრი შეზღუდვები აქვთ დაწესებული ექსპორტის კონტროლზე. საუბარია ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცა: კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია. ინფორმაციას დასავლური მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"დოიჩე ველე" წერს, რომ სანქციებს დაექვემდებარება აშშ-დან რუსეთში ელქტროტექნიკის ექსპორტი, მათ შორის საყოფაცხოვრებო, პროგრამული და ტექნოლოგიური უზრუნვეყლოფის ტექნიკის. „ეს დარტყმას მიაყენებს რუსეთის ამბიციებს მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, მაგალითად ხელოვნური ინტელექტის ან კვანტური გამოთვლების დარგში,“ - იუწყება სააგენტო AP.

სააგენტო Reuters-ი კი აღნიშნავს, რომ აღნიშნული სანქციების შემთხვევაში, აკრძალვა შეეხება არა მხოლოდ ელექტროტექნიკასა და პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლებიც უშუალოდ აშშ-შია წარმოებული, არამედ სხვა ქვეყნების პროდუქციასაც, რომლის შექმნისას დიდწილად გამოყენებულია ამერიკული ტექნოლოგია.

სააგენტო Bloomberg  აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ტონი გაამკაცრა რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების წინ, რომელიც მომავალ კვირას შვეიცარიაში დაიწყება და ევროპის უსაფრთხოებას შეეხება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე