კვიპროსში კორონავირუსის ახალი ვარიანტი - „დელტასა და „ომიკრონის“ ჰიბრიდული შტამი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 22:53 | 08.01.2022
ნანახია: 368

კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა კათედრის  თანამშრომლებმა კორონავირუსის ახალი ვარიანტი - „დელტაკრონი“ – „დელტასა და „ომიკრონის“ ჰიბრიდული შტამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ მეცნიერმა ლეონტიოს კოსტრიკისმა განაცხადა. იუწყება ადგილობრივი მედია.

მეცნიერის თქმით, მისმა გუნდა შეისწავლა შტამის 25 ნიმუში.

პროფესორის, თქმით, კორონავირუსის ახალ ვარიანტს 10 ტიპის მუტაცია აქვს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ „ომიკრონში“ იყო გამოვლენილი, მსგავსი გენეტიკური საფუძველი აქვს „დელტა“ ვარიანტსაც.

როგორც პროფესორმა აღნიშნა, საუბარი ჯერ ნაადრევია „დელტაკრონის“ ინფექციურობის ხარისხსა და იმაზე, ჩაანაცვლებს თუ არა ის „ომიკრონს“.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე