უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი რეალურია - სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 12:55 | 08.01.2022
ნანახია: 373

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხე რეალურია. „კონფლიქტის რისკი რეალურია“, - განაცხადა მან ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „რუსეთის აგრესიული ქმედებები სერიოზულად უთხრის ძირს  ევროპის უსაფრთხოებას“, - აღნისშნა სტოლტენბერგმა.

გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო თანახმაა მონაწილეობა მიიღოს რუსეთთან გულწრფელ და პრინციპულ დიალოგში. მისივე თქმით, ალიანსი ყოველთვის მზადაა რუსეთის მოსასმენად, თუმცა დიალოგისთვის აუცილებელია მთავარი პრინციპების პატივისცემა. თუმცა „ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ დიპლომატიის შესაძლო მარცხისთვის“, - დასძინა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, შეხვედრის დროს ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაადასტურეს ერთიანობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში. რაც შეეხება რუსეთის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ უკრაინა ალიანსის წევრი არ უნდა გახდეს, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დაუშვებელია რუსეთმა ნატო-ს ცალმხრივი პირობები წაუყენოს. „უკრაინა სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანაა და უფლება აქვს თავი დაიცვას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე