გარდაიცვალა ლეგენდარული მსახიობი სიდნი პუატიე

საქართველო, თბილისი - 21:34 | 07.01.2022
ნანახია: 847

ლეგენდარული მსახიობი სიდნი პუატიე 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სიდნი პუატიე კინემატოგრაფიის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი შავკანიანი მსახიობი, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ოსკარი მამაკაცის საუკეთო როლისთვის მიიღო.

სიდნი პუატიე ოსკარით 1963 წელს, ფილმ "მინდვრის შროშნებში" შესრულებული როლისთვის დაჯილდოვდა.

პუატიე ბრწყინვალე სამსახიობო კარიერის გარდა, რომელიც არაერთი ჯილდოთი აღინიშნა, დიპლომატიურ საქმიანობასაც ეწეოდა. ის 6 წლის განმავლობაში იაპონიაში ბაჰამის კუნძულების ელჩად მუშაობდა.

1974 წელს გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ სიდნი პუატიეს რაინდის წოდება უბოძა.

2009 წელს ბარაკ ობამამ უმაღელსი სამოქალაქო ჯილდო, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა.
 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე