კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია ყაზახეთში სამშვიდობო ძალებს გაგზავნის

საქართველო, თბილისი - 12:00 | 06.01.2022
ნანახია: 363

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბომ, რომელსაც ამ დროისთვის, როტაციის პრინციპის გათვალისწინებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თავმჯდომარეობს, ყაზახეთში სამშვიდობო ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

"ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის მომართვისა და ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინაშე არსებული რისკების, მათ შორის გარე ჩარევის გათვალისწინებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ შეთანხმების მე-4 მუხლის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული ვადით გაგზავნოს სამშვიდობო ძალები ქვეყანაში არსებული ვითარების სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით", – ნათქვამია ფაშინიანის განცხადებაში.

5 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ-თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვერ სახელმწიფოებს დახმარებისთვის მიმართა.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია - რეგიონული საერთაშორისო სტრუქტურაა, რომელიც რუსეთის ეგიდით მოქმედებს. როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წესდებაში არის ჩაწერილი, მისი მიზანია – მშვიდობის, რეგიონული უსაფრთხოების და სტაბილურობის გამყარება და კოლექტიურ საფუძველზე, წევრი ქვეყნების დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა“.

ორგანიზაცია 1992 წელს, სსრკ-ს დაშლისთანავე შეიქმნა. საქართველომ, აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რიგები ძალიან მალე დატოვეს და ახლა მის ექვს წევრს – სომხეთი, ბელარუსი,ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი წარმოადგენენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე