საფრანგეთში, მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 11:49 | 04.01.2022
ნანახია: 523

ფრანგმა მეცნიერებმა კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს. წერს Deutsche Welle ფრანგული მედიაზე დაყრდნობით.

მედიის ცნობით, ახალი ვარიანტის შესახებ ჯერ მხოლოდ მწირი მონაცემები მოიპოვება, კვლევები საწყის ეტაპზეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახლადაღმოჩენილი ვარიანტი დეკემბერში კამერუნიდან დაბრუნებულ მოგზაურს დაუდასტურდა, რომელმაც მინიმუმ 12 ადამიანი დააინფიცირა საფრანგეთის სამხრეთში.

კორონავირუსის ახალ ვარიანტს დროებით B.1.640.2 უწოდეს. ის მარსელის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს. იუწყებიან, რომ ვირუსის ახალ ვარიანტს 46 მუტაცია აქვს.

ამ დროისთვის, საფრანგეთში კორონავირუსის დომინანტური ვარიანტია ომიკრონი. ქვეყანაში ინფიცირებულთა 60%-ი ომიკრონი შტამით არის ინფიცირებული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე