გერმანიის ვიცე-კანცლერი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაჩერებას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 15:23 | 30.12.2021
ნანახია: 474

გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა მხარი დაუჭირა ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებას არ ჩაერიონ საკამათო გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის დამტკიცების საკითხში და ის განიხილონ მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით. თუმცა ჰაბეკმა არ გამორიცხა პროექტის გაჩერება უკრაინის ირგვლივ განვითრებული მოვლენების ფონზე. „ჩვენ სამართლებრივი სახლემწიფო ვართ და ნებართვა კანონის შესაბამისად გაიცემა“, - განაცხადა ჰაბეკმა ტელერახ ZDF-ის ეთერში.

 „პოლიტიკა პოლიტიკურ საკითხებზე უნდა იყოს ორიენტირებული და მისი ანალიზი საგარეო პოლიტიკისა და გეპოლიტიკის მიხედვით უნდა გაკეთდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაკვირდებით რა აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციას და იქ რუსული ჯარების მობილიზებას, გვიწევს მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, თუ რა სანქციები შეიძლება დაწესდეს ახალი მწვავე კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში“, - განაცხადა მან.

ჰაბეკის თქმით, გაზსადენის მშენებლობამ, შესაძლოა დასავლეთის ყურადღება მოადუნოს უკრაინის მიმართ,  რომელიც გაზის ტრანზიტს ახორცილებს. „ამას წინ უნდა აღვუდგეთ, მხარი დავუჭიროთ კიევის გადასვლას ენერგიის  განახლებად წყაროებზე გადასვლას“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მისი სამინისტრო ამ მიზნებისთვის 150 მლნ ევროს გამოყოფს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე