ოცნება, ავტორიტარული სისტემებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით, აგრძელებს დამოუკიდებელი ინსტიტუტების განადგურებას - ნათია მეზვრიშვილი
საქართველო, თბილისი - 12:51 | 27.12.2021 ნანახია: 885
ოცნება, ავტორიტარული სისტემებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით, აგრძელებს დამოუკიდებელი ინსტიტუტების განადგურებას, - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი. როგორც მეზვრიშვილი განმარტავს, დღეს, პარლამენტის ბიუროზე განიხილება კანონპროექტი, რომელიც ოცნებისთვის ჩვეულ სტილში - „რეფორმის სახელით“ პარტიულ ვერტიკალს უქვემდებარებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, სისტემის ძალადობისგან მოქალაქეთა დაცვის უკანასკნელ დამოუკიდებელ მექანიზმს.
"ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დაკავებისას ან პატიმრობაში ყოფნისას თქვენზე
სამართალდამცავები იძალადებენ, ძალადობის ობიექტურად გამოძიების და დამნაშავეთა დასჯის იმედი აღარ უნდა გქონდეთ - სამართალდამცავთა ძალადობის მაკონტროლებელი დამოუკიდებელი უწყება აღარ იარსებებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ ლუკა სირაძის მსგავს ტრაგედიებს ობიექტური გამომძიებელიც არ ეყოლება (პროკურატურა და სასამართლო ისედაც აღარ ჰყავს).
ამ ფონზე, ოცნების განცხადებები სამსახურის გაძლიერებაზე არის ფარსი. რეალობა არის შემდეგი:
• ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დღეს იმართება პარტიიდან. მართლმსაჯულების სისტემას სრულად აკონტროლებს ხელისუფლება - პარტია მართავს ძალოვან უწყებებს, პროკურატურას, სასამართლოს. ყველაფერი პარტიის სამსახურშია, არაფერი - ხალხის !
• ერთადერთი დამოუკიდებელი უწყება, რომელიც მოქალაქეებს სისტემის დანაშაულისგან იცავს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია, რომლის შექმნა 2012 წლამდე ადამიანების მიმართ ხელისუფლების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამოძახილი იყო.
• ეს სამსახური დღეს განვითარების პროცესშია - ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მინიჭების შემდეგ, მთავარი ამოცანა პრაქტიკული დამოუკიდებლობისთვის ქმედითი ბერკეტების მინიჭება უნდა ყოფილიყო - პირველრ რიგში კი პროკურატურისგან დამოუკიდებლად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება.
• ამის ნაცვლად, ოცნებამ, ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი მეთოდებით, დემოკრატიაზე მორიგი შტურმი განახორციელა და არჩევითი ორგანოს ლიკვიდაცია გადაწყვიტა (ყველა თანამშრომლის სახლში გაშვებით). ლიკვიდაცია უწყების, რომლის ხელმძღვანელი 6 წლის ვადით, პარლამენტის მიერ არის არჩეული და იმუნიტეტი იცავს. მიზანი მარტივია: უწყების დაკომპლექტება პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი კადრებით.
• შეტევა ოცნებამ წინასაახალწლოდ დაგეგმა, როცა საერთაშორისო პარტნიორები ისვენებენ. კანონპროექტი ფართო განხილვის გარეშე, ერთპიროვნულად დაწერა და დაჩქარებული წესით, რიგგარეშე სხდომაზე იხილავს.
ქართული ოცნება / Georgian Dream სანამ ინტერესთა კონფლიქტზე და სამსახურის მოჩვენებით გაძლიერებაზე ურცხვად დაიწყებთ ლაპარაკს:
• განიხილეთ საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ ჩვენს მიერ სექტემბერში ინიცირებული და თაროზე შემოდებული კანონპროექტი, რომელიც საგამოძიებო უწყებების გაძლიერებას და გამოძიების ხარისხის გაზრდას ისახავს მიზნად;
• გაითხოვეთ თქვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც საგამოძიებო სისტემის რეფორმის იმიტაციაა და მისი თითოეული პუნქტი პროკურატურისთვის ძალაუფლების შენარჩუნების და საგამოძიებო ორგანოების დაკნინების მიზანს ემსახურება. თუ ასეთი კეთილშობილური მიზნები გამოძრავებდათ, მოჩვენებითად ერთი მუხლი მაინც მიგეძღვნათ ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებისთვის (რამ შეგიშალათ ხელი?);
• აღმოფხვერით ინტერესთა კონფლიქტი პროკურატურაში - ჩამოართვით ამ უწყებას საგამოძიებო ფუნქცია და გამოძიებაში აქტიური მონაწილეობის უფლება და დაუტოვეთ მხოლოდ საზედამხედველო;
• აღმოფხვერით ინტერესთა კონფლიქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში - გაიტანეთ ცალკე ანტიკორუფციული სამსახური და შექმენით დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო;
• გაატარეთ გენერალური ინსპექციების რეფორმა;
• დანერგეთ ეროვნული პოლიციის კონცეფცია, რომლის პირობებში პოლიციის ხელმძღვანელი არ იქნება პოლიტიკური თანამდებობის პირი;
• დაშალეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და აღმოფხვერით სასამართლო სისტემაში არაფორმალური გავლენები;
• სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიეცით საგამოძიებო მოქმედებების დამოუკიდებლად ჩატარების უფლება, შეცვალეთ კანონი და გაათავისუფლეთ პროკურატურაზე დამოკიდებულებისაგან;
• გაატარეთ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის შესაბამისი თანმიმდევრული პოლიტიკა;
• კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა აქციეთ ქვეყნის პრიორიტეტად და
ამ ყველაფრის შემდეგ იქნებ შეიძინოთ მორალური უფლება, რომ მაგ სიგიჟეზე, რაც დააინიცირეთ, მინიმუმ დისკუსია გახსნათ.
მაგრამ ძალიან კარგად იცით, რომ ამ რეფორმების გატარების ლეგიტიმაცია თქვენ აღარ გაქვთ. ამიტომ, ძალაუფლების განსამტკიცებლად, მოქმედებთ როგორც მაფიოზური დაჯგუფება - აუქმებთ ვადით არჩეულ ინსტიტუტებს; საპარლამენტო რესპუბლიკაში ცხვირსახოცებივით, ახსნა-განმარტების გარეშე ცვლით პარლამენტის თავმჯდომარეებს; მოსყიდვით და დაშინებით ცვლით არჩევნების შედეგებს.
ერთი მხრივ პროდასავლურობაზე პრეტენზია და მეორე მხრივ ეს მეთოდები თვისობრივად შეუთავსებელია. დასავლეთში თქვენნაირ მმართველობებს ავტორიტარულს ეძახიან", წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















