კიევის პეჩორის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დაკავებაზე თანხმობა გასცა

საქართველო, თბილისი - 17:42 | 24.12.2021
ნანახია: 552

კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დაკავებაზე თანხმობა გასცა.

უკრაინული მედიის ცნობით, პატიმრობის შეფარდება პოროშენკოს სასამართლოში მიყვანას ისახავს მიზნად.

პეტრო პოროშენკოს ბრალი სახელმწიფო ღალატში ედება.

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ პოროშენკო საპროცესო მოქმედებების გასატარებლად 23 დეკემბერს დაიბარა. ის საზღვარგარეთ იმყოფება და საგამოძიებო ბიუროში მისი ადვოკატები მივიდნენ.

პეტრო პოროშენკოს ადვოკატმა, ილია ნოვიკოვმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებლად დაბრუნდება უკრაინაში, მაგრამ ეს არ მოხდება იმ ვადებში, რომელსაც პროკურატურა და გამოძიების სახელმწიფო ბიურო მოითხოვენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე