ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება, შესაძლოა, გახდეს ევროპაში მასშტაბური კონფლიქტის მიზეზი - ლავროვი

საქართველო, თბილისი - 12:15 | 24.12.2021
ნანახია: 506

ნატო-ში უკრაინის შესაძლო გაწევრიანება და რუსეთის საზღვრებთან რაკეტების განთავსება შეიცავს სერიოზულ სამხედრო რისკებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბოსნია და ჰერცოგოვინურ მედიას განუცხადა.

„ნატო-ში კიევის გაერთიანების კურსი ჩვენ საზღვრებთან სარაკეტო კომპლექსების განლაგების პერსპექტივით, რუსეთის უსაფრთხოებას დაუშვებელ საფრთხეს შეუქმნის“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ნატო-ში უკრაინის მიღება, შესაძლოა, გახდეს ევროპაში მასშტაბური კონფლიქტის მიზეზი.

მისივე თქმით, აშშ-ის მიერ წარმოებული არამეგობრული პოლიტიკა რუსეთის მიმართ ქმნის ტოქსიკურ ატმოსფეროს და ხელს უშლის ურთიერთობების დალაგებას.

 „ვაშინგტონთან ურთიერთობებში შეიქმნა არაჯანსაღი ვითარება. ჩვენ წინააღმდეგ ბევრი „გამაღიზიანებელი“ ფაქტორი დაგროვდა. ამერიკელები ატარებენ ღია არამეგობრულ ხაზებს: აწესებენ სანქციებს, ჩვენი მისამართით ისმის ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე, დგამენ სხვა მტრულ ნაბიჯებს... ეს ყველაფერი კი ქმნის ტოქსიკურ ატმოსფეროს, რაც ხელს უშლის მშვიდ, საქმიან ურთიერთობებს,“- აღნიშნა ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე