ტარიფი არ ძვირდება, მეგობრებო, ასე რომ ყოფილიყო პირდაპირ ვეტყოდი მოსახლეობას - კახა კალაძე
საქართველო, თბილისი - 09:42 | 24.12.2021 ნანახია: 749
არ ძვირდება მეგობრებო ტარიფი, ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შნო, შესაძლებლობა, უნარი და ის დამოკიდებულება მოსახლეობასთან, რომ პირდაპირ ვეტყოდი ამ ყველაფერს. შესაძლოა, ეს რთული გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ამას პირდაპირ ვეტყოდი, რომ ტარიფები ძვირდება, მაგრამ არ არის ასე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, 900 000-ზე მეტი ადამიანი გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მათი 53 % შეღავათიანი ტარიფით სარგებლობს, ან უფასოდ მგზავრობს. მისვე განმარტებით, ეს არის 10 თეთრიანი, 20 თეთრიანი ტარიფი და უფასო მგზავრობა.
„ეს შეღავათი რჩება. ამავდროულად, ეს შეღავათები ვრცელდებოდა მეტროსა და ავტობუსებზე, იმიტომ რომ მიკროავტობუსის ღირებულება იყო 80 თეთრი. ამ 53 %-ზე ეს არ ვრცელდებოდა და მიკროავტობუსში მათ 80 თეთრის გადახდა უწევდათ. ამ გადაწყვეტილებით ინტეგრირება გავაკეთეთ მეტროსი, ავტობუსის, მიკროავტობუსისა და საბაგიროსი და ამ 53 %-ს მოუწევს 10 თეთრის, 20 თეთრის გადახდა და უფასო მგზავრობა უკვე მიკროავტობუსებითაც. ეს 53 % არიან სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, მოსწავლეები, პედაგოგები, ბაღის თანამშრომლები, ვეტერანები, ვრცელი ჩამონათვალია ვისაც ეს შეღავათები ეკუთვნით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დღეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ინტეგრირებულია და აბონიმენტი მიკროავტობუსშიც მოქმედებს.
„თბილისში საშუალო მობილობის კოეფიციენტი არის სამი, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტში არის ორ-ნახევარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, გარდა სახლი-სამსახურისა, თვეში 7-ჯერ მიდიან ან მეგობართან, ან ბაზარში, მაღაზიაში და ა.შ. ამაზე კვლევებია ჩატარებული. საშუალოდ სამ თვიანი ბარათი რომ ავიღოთ, ტარიფს თუ შევადარებთ ნიშნავს, რომ 50 თეთრიანი ტარიფის პირობებში 114 ლარი ეხარჯებოდათ ამ ადამიანებს. დღევანდელი აბონიმენტებით, რაც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას და სხვადასხვა კატეგორია შეუძლია აირჩიოს, იმის მიხედვით, ვინ რამდენს მგზავრობს და რომელი პაკეტია მისთვის საუკეთესო. სამი თვის მაგალითზე რომ ვნახოთ 114 ლარის ნაცვლად გადაიხდის 100 ლარს. 6 თვიანი პაკეტი რომ აიღოს, კიდევ უფრო ნაკლებს.
იყო კატეგორია ადამიანების, რომლებიც მგზავრობდნენ სახლსა და სამსახურს შორის გადაადგილდებოდა და მაგალითად ერთი ტრანსპორტი სჭირდებოდა ასეთი კი ძალიან ცოტაა. მეორე კატეგორიაა, ვინც იყენებდა მეტროს, ავტობუსს და ასევე მიკროავტობუსს, მას 1 ლარი და 30 თეთრი უჯდებოდა. არის მესამე კატეგორია ადამიანების, რომლებსაც მგზავრობა 1 ლარი და 80 თეთრი უჯდებოდათ. უხეშად რომ დავთვალოთ, 1 ლარის პირობებში წელიწადში მათ მგზავრობა უჯდებოდათ 365 ლარი, ამას გამოვაკლოთ უქმეებიც და დავაკლოთ კიდევ 30 ლარი. 1 წლიანი პაკეტის ღირებულება კი 250 ლარი, თვეში გამოდის 20 ლარი. გარდა ამისა, რამდენიც გინდა იარე, არ ხარ შეზღუდული. რაც ყველაზე მთავარია, თუ ავტობუსიდან მიკროავტობუსში გადაჯდომა გიწევდა და იქ უნდა გადაგეხადა 80 თეთრი, დღეს უკვე ყველაფერი ინტეგრირებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















