უკრაინა ლენინმა შექმნა - პუტინი

საქართველო, თბილისი - 22:56 | 23.12.2021
ნანახია: 486

უკრაინა ლენინმა შექმნა საბჭოთა კავშირის ფორმირების დროს, - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტს ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.

ტელეარხ Sky News-ის ჟურნალისტმა პუტინს ჰკითხა რუსეთის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებზე -  უსაფრთხეობის გარანტიებს, მათ შორის ნატო-ში უკრაინის მიღების შესახებ.

ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა, რომ „მის სახლში აშშ რაკეტებით მივიდეს“. მან ამერიკელ ჟურნალისტს მიმართა, როგორი რეაქცია ექნებოდა ვაშინგტონს, მოსკოვს მექსიკაში რუსული რაკეტები რომ განეთავსებინა.რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს მექსიკასთან ჰქონდა ტერიტორიული კონფლიქტები, „მაგრამ დღეს ამას არავინ იხსენებს“. „რუსეთი ცდილობს არ გაიხსენოს, როგორ ყალიბდებოდა უკრაინა“, - თქვა პუტინმა.

„ვინ შექმნა ის? {უკრაინა} - ლენინმა. ვლადიმირ ილიჩმა. როცა ქმნიდა საბჭოთა კავშირს. 1922 წლის სამოკავშირეო და 1924 წლის საკონსტუტიციო შეთანხმებით. მართალია, მისი სიკვდილის შემდეგ, მაგრამ მისი {ლენინის} პრინციპებით შეიქმნა {უკრაინა}“, - განაცხადა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე