რუსეთის ქმედებების გამო ნატო-მ სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო მზადყოფნა გააძლიერა

საქართველო, თბილისი - 12:25 | 22.12.2021
ნანახია: 420

რუსეთის ქმედებების გამო ნატო-მ სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო მზადყოფნა გაზარდა. ამის შესახებ იუწყება გერმანული გამოცემა Welt-ი ალიანსის მაღალი რანგის დიპლომატზე დაყრდნობით.

„უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მაღალი კონცენტრაციის გამო ნატო-მ პირველი კონკრეტული ზომები მიიღო და გაზარდა თავისი ძალების სწრაფი რეაგირების რაოდენობა 40 ათასი სამხედრო მოსამსახურით“, - წერს გამოცემა.

მისი ინფორმაციით, ოპერატიული ჯგუფი (Very High Readiness Joint Task Force, VJTF), რომელიც შედის NRF -ის შემადგენლობაში, ორშაბათიდან {22 დეკემბრიდან} მზად უნდა იყოს კრიზისულ რეგიონში  გადასროლისთვის ხუთი დღის განმავლობაში.

Welt-ის ინფორმაციით, გასულ კვირას შესაბამისი გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭომ მიიღო.

უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო პერიოდში უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის გადაადგილებისა და მოსკოვის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის გამო.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა გამოცემა Military Times-ს განუცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა და იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება.

რუსეთი დასავლეთის ბრალდებებს ტრადიციულად უარყოფს და აცხადებს, რომ დასაველთი ამ მიზეზს იყენებს, რათა ნატო-ს შეიარაღებული ძალები და სამხედრო ტექნიკა რუსეთის საზღვრებთან განალაგოს.

 

 

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე