Bloomberg: ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერს

საქართველო, თბილისი - 18:55 | 15.12.2021
ნანახია: 383

ევროკავშირის რამდენიმე დიდი ქვეყანა მხარს უჭერეს მოსკოვთან დიალოგზე ფოკუსირებას და არა მის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების პაკეტის მომზადებას  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში. იუწყება Bloomberg-ი ევროკავშირში მაღალი რანგის ოფიციალურ პირებსა და დიპლომატებზე დაყრდნობით.

„გერმანიას, საფრანგეთს, იტალიასა და ესპანეთს სურთ მოსკოვთან მოლაპარაკებებზე ფოკუსირება, ვიდრე დაიგეგმება შესაძლო ეკონომიკური ზომების დეტალები“, - იუწყება სააგენტო.

თუმცა, მისი ინფორმაციით, სხვა ქვეყნები ვარაუდობენ ,რომ სანქციების მხარდაჭერა უკეთ იმუშავებს რუსეთის ქმედებების შესაჩერებლად.

დასავლეთის ქვეყნებმა არაერთგზის გააფრთხილეს რუსეთი, რომ მიიღებენ ეკონომიკურ ზომებს თუ კი ის უკრაინას თავს დაესხმება.

დასავლეთი შეშფოთებულია უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების კონცენტრაციით.

ცოტა ხნის წინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე