ერთადერთი გამოსავალია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადოს - დავით ზილფიმიანი
საქართველო, თბილისი - 13:20 | 14.12.2021 ნანახია: 591
„ერთადერთი გამოსავალია, რომ პირველივე არჩევნებზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მორატორიუმი გამოაცხადოს და უარი განაცხადოს არჩევნებში მონაწილეობაზე - ამ შემთხვევაში, დაამტკიცებენ მათ დეკლარირებულ პოზიციას, რომ ქვეყნისთვის კარგია კოალიციური მთავრობა და არა საკუთარი მობობღება ხელისუფლებაში და მეორე - ამ შემთხვევაში, გაიზრდება ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დღეს ველზე არიან",- ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, დავით ზილფიმიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და შერიგების საკითხს გამოეხმაურა.
"რამდენიმე თვის წინ, ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საკითხზე პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში იყო დიდი აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ამნისტია. და როდესაც შემოთავაზება მოვიდა ამნისტიისა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ფართო და უნდა შეხებოდა ყველას, მაშინ ატყდა მთელი ამბავი, რომ არავითარ შემთხვევაში. ახლა ნიკანორის მაგივრად მიხეილ სააკაშვილია. ახლა თურმე დიდი საყოველთაო შერიგებაა საჭირო, ყველა უნდა შევთანხმდეთ და ასე შემდეგ. მიმაჩნია, რომ ეს არის ფარსი. რას ნიშნავს შერიგება? შერიგება ხდება მაშინ, როდესაც შენ, მინიმუმ, რაღაცას, რაც წამართვი, რაც მომპარე, რაც დამინგრიე - იმას დამიბრუნებ, მერე მოინანიებ და ბოდიშს მოიხდი, ხელს გამომიშვერ და შეიძლება, ჩამოგართვა ხელი. „რაც გაგიკეთე, გაგიკეთე, ახლა მოდი, შევრიგდეთ“ - ეს არ არის შერიგება. შერიგების ერთადერთი ფორმულა ზილფიმიანმა დადო ერთი თვის წინ, უფრო მეტიც - ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ მორატორიუმი გამოაცხადოს პირველივე არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, უარი განაცხადოს არჩევნებში მონაწილეობაზე. ამ შემთხვევაში, მივიღებთ იმას, რომ ჯერ ერთი, მათ მიერ დეკლარირებული პოზიცია, რომ ქვეყნისთვის კარგი და კოალიციური მთავრობა პირველ რიგშია და არა საკუთარი მობობღება ხელისუფლებაში, ეს დამტკიცდება. და მეორე - ამ შემთხვევაში, გაიზრდება ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დღეს ველზე არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ხმა არ დაიკარგება, ისინი ჰარმონიულად გადაანაწილებენ თავისი ინტერესების მიხედვით, სხვა დანარჩენ პარტიებზე, და ასევე, გარკვეული ოდენობა ხმებისა „ქართული ოცნების“, რომლებიც ყოველთვის „ქართულ ოცნებას“ იმიტომ აძლევენ ხმას, რომ არ მოვიდნენ „ნაციონალები“, ისიც, გარკვეულწილად, გადანაწილდება. ეს არის გარანტირებული ფორმულა, კოალიციური მთავრობისა შემდეგ არჩევნებზე. თუ არადა, კვლავ გარანტორებად დარჩებით „ქართული ოცნების“ მეოთხე ვადით მოსვლაზე“- განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















