ანგელა მერკელი ავტობიოგრაფიას დაწერს

საქართველო, თბილისი - 18:42 | 10.12.2021
ნანახია: 422

გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი ავტობიოგრაფიის დაწერას გეგმავს, სადაც ისაუბრებს თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, - ამის შესახებ გამოცემა Spiegel-ს გერმანიის მთავრობის მეთაურის ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა ბეატე ბაუმანმა განუცხადა.

 „კანლერს არ სურს მთელი თავისი ცხოვრების შესახებ გვიამბოს. მას სურვილი აქვს განმარტოს თავისი ძირითადი პოლიკიტკური გადაწყვეტილებები თავისი სიტყვებით და თავისი ცხოვრების გზის გათვალისწინებით“, - თქვა ბაუმანმა, რომელიც მერკელს წიგნის მომზადებისა და გამოცემის პროცესში ეხმარება.  

ბაუმანის თქმით, „ყველაზე მნშვნელოვანი ფაილები უკვე მზად არის“. პროექტი გათვლილია ორ-სამ წელზე. თუ რომელი გამოცემა გამოაქვეყნებს აღნიშნულ წიგნს, უცნობია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე