ქორწინების გარეშე სექსი, პაპ ფრანცისკეს მძიმე ცოდვად არ მიაჩნია

საქართველო, თბილისი - 14:12 | 09.12.2021
ნანახია: 466

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ქორწინების გარეშე სექსი სერიოზულ ცოდვად არ მიაჩნია. იუწყება Independent.

პაპმა საბერძნეთიდან იტალიაში დაბრუნების დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ხორციელი ვნება ყველაზე მძიმე ცოდვას არ წარმოადგენს“.

ამასთან, პაპ ფრანცისკეს თქმით, ყველაზე მძიმე ცოდვებია თავხედობა და სიძულვილი.

რომის პაპმა საბერძენთში ვიზიტისას ღმერთს და მართლმადიდებლებს ბოდიში მოუხადა იმ უამრავი შეცდომის გამო, რომელიც კათოლიკებმა დაუშვეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე