ირაკლი ყურაშვილი ბოდიშის მოხდა არ აპირებს - ტელეწამყვანი კესარიას გაღიზიანების დეტალებზე საუბრობს
საქართველო, თბილისი - 17:27 | 11.02.2016 ნანახია: 7889
FaceTime-ი სამშაბათს სკანდალურ გადაცემას გთავაზობთ. გადაცემის წამყვანის, ირაკლი ყურაშვილის შეკითხვამ კესარია აბრამიძე იმდენად გააღიზიანა, რომ სტუდია დატოვა. კესარია აბრამიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ გადაცემის წამყვანი საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდის, კესარია მას სასამართლში უჩივლებს.
რა მოხდა სინამდვილეში, რატომ გაღიზიანდა კესარია აბრამიძე, რომელი პოლიტიკოსის ფოტოზეა საუბარი, ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე „პრაიმნიუსჯორჯიას“ ექსკლუზიურად გადაცემის წამყვანი ირაკლი ყურაშვილი ესაუბრება.
- ირაკლი, თქვენ ახსენეთ გადაცემაში ფოტო, უფრო კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყვით, რა ფოტოზეა საუბარი და ზოგადად, რა კითხვამ გააღიზიანა კესარია?
- სიტყვა პოლიტიკოსი, ეს იყო ერთადერთი სიტყვა, რომელმაც კესარია გააღიზიანა. როგორც ჩანს მას გარკვეულ საკითხებზე საუბარი არ სურს. მე დავუსვი კითხვა, ფოტო რომელიც ftime-მა მოიპოვა, გადაღებული ერთ-ერთ ძალიან ცნობილ პოლიტიკოსთან, რა ხდებოდა ამ ფოტოზე, სად იყო გადაღებული და შეესაბამება თუ არა რეალობას ინფორმაცია, რომ მას აქვს გარკვეული ურთიერთობა ამ ადამიანთან, ეს იყო თემა რის გამოც მან სტუდია პროტესტის ნიშნად დატოვა და ახლა დაუმსახურებლად აკრიტიკებს გადაცემას.
- კესარიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ თქვენ მას საჯაროდ ბოდიშს არ მოუხდით, სასამართლოში აპირებს ჩივილს. რას უპასუხებდით?
- მე პატივს ვცემ ყველა ადამიანის უფლებას, უფლებას გქონდეს პირადი ცხოვრება, უფლებას იყო დაცული, უფლებას იყო რესპონდენტი და არ უასუხო კითხვას, რომელიც არ მოგწონს, მე სტანდარტი არ დამირღვევია, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს რესპონდენტის ცხოვრების, პროფესიული იქნება ეს თუ პირადი, მოყოლას და კითხვებს მისი ცხოვრების გარშემო, კესარია ამის სესახებ ინფორმირებული იყო, ის მოვიდა და ჩემი, როგორც ჟურნალისტის პირდაპირი მოვალეობაა დავსვა კითხვები, ამიტომ მე მისი უფლებები არ დამირღვევია, კიდევ ერთი მომენტია, რაც შეეხება მის მეგობარს, რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი, როდესაც ადამიანი საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევი, მაღალ თანამდებობაზე ხარ და გქვია პოლიტიკოსი, შენი ცხოვრება მხოლოდ შენ აღარ გეკუთვნის, შენ გირჩევს საზოგადოება, ამიტომ უნდა შეეგუო, რომ შენი ცხოვრება გახდება განსჯის საგანი, ამიტომ აქ გასაკვირი არაფერია.
- რომელ პოლიტიკოსზეა საუბარი?
- არ მინდა დავარღვიო გადაცემის კონიუნქტურა, ამის უფლება არ მაქვს, ამიტომ ყველა დანარჩენ კითხვაზე პასუხს, ნახავთ ფეისთაიმში, სამშაბათს 11 საათზე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
- ის მაინც გვითხარით, ეს პოლიტიკოსი მმართველი გუნდიდან არის თუ...?
- დეტალები, სამშაბათს.
გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















