ცუდია, რომ არ აქვს შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი, დაინახოს მზე - ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა
საქართველო, თბილისი - 15:11 | 24.11.2021 ნანახია: 544
სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არაფერი კარგის თქმა არ შემიძლია, რადგან ისევ სუსტადაა, - განაცხადა რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ.
იასკოს თქმით, სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება.
„სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არაფერი კარგის თქმა არ შემიძლია, რადგან ისევ სუსტადაა. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი შეხვედრის დასაწყისში უფრო სუსტად მომეჩვენა, ვიდრე ორშაბათს. ძალიან მეშინოდა მისი მდგომარეობის გამო. მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა პროცედურა, შედიან ექიმები. ჩვენი შეხვედრა ბევრჯერ ჩაიშალა იმის გამო, რომ უკეთებდნენ დიაგნოსტიკას. ის გახდა დაახლოებით კიდევ სამი კილოგრამით. მუდმივად იმყოფება პალატაში. პოსტტრავმული სინდრომის დროს, რომელიც მას აქვს, ცუდია, რომ არ აქვს შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი, დაინახოს მზე. ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანი ასეთ პირობებში იმყოფება, რადგან შეიძლება, უფრო ცუდად წარიმართოს რეაბილიტაცია. მოხარული ვარ მასთან შეხვედრით და ვფიქრობ, მას ახლა სხვადასხვა სახის მხარდაჭერა ძალიან სჭირდება ახლობლების, ადვოკატებისა და ხალხის მხრიდან. ბრძოლა მისი გათავისუფლებისთვის გრძელდება“, – განაცხადა იასკომ.
მისი თქმით, სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა არ არის საკმარისი დიდი ბრძოლისთვის ცვლილებების მისაღწევად და მისი გათავისუფლებისთვის.
„ის ამბობს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ბრძოლა, განსაკუთრებით მომდევნო კვირებში, რადგან არ შეიძლება მოდუნება. ის, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ეს საკმარისი არ არის დიდი ბრძოლისთვის ცვლილებების მისაღწევად და მისი გათავისუფლებისთვის“, – თქვა ლიზა იასკომ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















