ყველა უბედურება, რაც დღეს გვჭირს, სტარტს იღებს ე.წ. ვარდების რევოლუციიდან - შალვა ნათელაშვილი
საქართველო, თბილისი - 22:46 | 22.11.2021 ნანახია: 598
ყველა უბედურება, რაც დღეს გვჭირს, სტარტს იღებს ე.წ. ვარდების რევოლუციიდან, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ყველა უბედურება, რაც დღეს გვჭირს, მათ შორის რაც ტრიალებს მიხეილ სააკაშვილის თავს, სტარტს იღებს სწორედ ე.წ. ვარდების რევოლუციიდან, რაც კონსტიტუციურად იყო სახელმწიფო, ძალადობრივი გადატრიალება იმავე სახელმწიფო აპარატის თანხმობით, რომლის მაშინდელ პრეზიდენტს, ე. შევარდნაძეს სჭირდებოდა ხელშეუხებლობა ჩადენილ უამრავ ცოდვაზე. გეოპოლიტიკურად კი აღნიშნული წარმოადგენდა რუსეთ-ამერიკის მაშინდელი ხელმძღვანელობის დროებით გარიგებას რეგიონში კონტროლის შენარჩუნებაზე ორივე მხრიდან. რაც მთავარია, სწორედ მაშინ დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ექსპანსია, რომელმაც კარგად გამოიყენა ამ გადატრიალების დამფინანსებლის სტატუსი და მაშინვე დაიწყო სახელმწიფო სისტემის შესყიდვა. არადა, სიტუაცია 2003 წლის ამ დღემდე იყო დამაიმედებელი, შევარდნაძემ ვერ გაიყვანა უმრავლესობა, ახლად არჩეულ პარლამენტში წარმოდგენილი იყო ხუთი პოლიტიკური პარტია, თვითონ შევარდნაძეს ექვს თვეში ეწურებოდა კონსტიტუციური ვადა და მიდიოდა სამუდამოდ, ქვეყანაში ისახებოდა მრავალპარტიული დემოკრატიის კვირტები, რაც იმ ვითომ რევოლუციამ ერთი ხელის დაკვრით დაამთავრა და რის მწარე შედეგებსაც კიდევ დიდ ხანს მოვიმკით. არ დამიწერია ეს პოსტი ვინმეს საწყენად. ესაა შიშველი სიმართლე, რომლის ხმამაღლა თქმის გარეშეც ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვალთ“, – წერს შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქზე“
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















