ნატო-მ რუსეთთან დიალოგის მექანიზმი თავად დააზიანა - პუტინი
საქართველო, თბილისი - 18:26 | 18.11.2021 ნანახია: 499
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ნატო-მ რუსეთთან დიალოგის მექანიზმი თავად დააზიანა. მისი თქმით, ალიანსთან რუსეთის ურთიერთობა დამთრგუნველ ხასიათს ატარებს.
„ევროკავშირთან ურთიერთობაზე არანაკლებ დამთრგუნველი სიტუაცია ყალიბდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, რომელიც ავლენს ხაზგასმით კონფრონტაციულ განწყობას, ჯიუტად და დემონსტრაციულად აახლოვებს ჩვენს საზღვრებთან თავის სამხედრო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ნატო-მ თავისივე ინიციატივით დააზიანა რუსეთთან დიალოგის მექანიმზი.
„უფრო მეტიც, ნატო-მ თავისი ინიციატივით დააზიანა დიალოგის ყველა მექანიზმი. რა თქმა უნდა, რეაგირება გვექნება რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე ნატო-ს ქვეყნების სამხედრო აქტიურობაზე.
ნატო-მ უბრალოდ გარეთ გამოყარა ჩვენი დიპლომატები, შემდეგ კი თავად სწყინთ. თუ არ უნდათ ჩვენთან ურთიერთობა ნუ უნდათ, მაგრამ მათგან მაინც არის სიგნალი თანამშრომლობაზე, თითქოს სპორტი იყოს და არა დიპლომატია“, - განაცხადა პუტინმა ნატო-სთან თანამშრომლობის შესახებ საუბრისას.
„სახელმწიფო საზღვრიდან 20 კმ-ში ნატო-ს სტრატეგიული ბომბდამშენები დაფრინავენ. როგორც ცნობილია, ისინი ატარებენ ძალიან სერიოზულ იარაღს. ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება ამასთან დაკავშირებით, ვლაპარაკობთ წითელ ხაზებზე. რა თქმა უნდა გვესმის, რომ ჩვენი პარტნიორები თავისებურები არიან და ზედაპირულად ეპყრობიან ჩვენს სიფრთხილეს და საუბრებს წითლ ხაზებზე“, - თქვა პუტინმა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















