ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული სპეცსამსახურების 28 თანამშრომლისთვის სანქციების დაწესების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

საქართველო, თბილისი - 16:22 | 18.11.2021
ნანახია: 389

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილების ამოქმედების შესახებ, რომელიც რუსეთის სპეცსსამსახურების 28 თანამშრომლის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

სანქცირებულთა სიაში მოხვედრილ პირებს სამი წელი ეკრძალებათ უკრაინაში აქტივების გამოყენება, კაპიტალის გადარიცხვა, ტვირთების ტრანზიტი და პრივატიზაციის აუქციონებში მონაწილეობა.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, უკრაინამ სანქციები დაუწესა რუსეთის ათასობით ფიზიკურ და იურიდიულ პირს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე