სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზი არანაირ სივრცეს აღარ ტოვებს ინტერპრეტაციებისთვის და დასტურდება ის, რასაც იუსტიციის სამინისტრო განმარტავდა - ბექა ძამაშვილი
საქართველო, თბილისი - 19:28 | 16.11.2021 ნანახია: 462
სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს გამოქვეყნებული პრესრელიზი არანაირ სივრცეს აღარ ტოვებს ინტერპრეტაციებისთვის და დასტურდება ის, რასაც იუსტიციის სამინისტრო განმარტავდა ამ დღეების განმავლობაში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
როგორც ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, პრესრელიზი გამოქვეყნებულია სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.
„დღეს სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა პრესრელიზი მიხეილ სააკაშვილის საჩივართან დაკავშირებით, რომელზეც მან გადაწყვეტილება მიიღო 10 ნოემბერს. ამ რელიზიდან, ფაქტობრივად, დასტურდება ის, რასაც იუსტიციის სამინისტრო მთელი ამ დღეების განმავლობაში ამბობდა. კერძოდ, პრესრელიზიდანაც ძალიან მკაფიოდ იკითხება იგივე, რაც მოწერილ წერილში იყო ხაზგასმული, რომ მომჩივნის ერთადერთი მოთხოვნა იყო მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა, თუმცა, ამისგან განსხვავებით ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, თავად მომჩივანს მოუწოდოს დაჟინებით, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ორი კვირის ვადაში, 24 ნოემბრამდე, უნდა მივაწოდოთ ევროპულ სასამართლოს ინფორმაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების შესახებ. შესაბამისად, ის, რაც მხარეებისთვის იყო ცნობილი და წერილობით გვეცნობა, ახლა უკვე ნებისმიერი მესამე პირისთვის არის ხელმისაწვდომი, განთავსებულია ევროპული სასამართლოს ვებგვერდზე და ეს ინფორმაცია კიდევ უფრო ნაკლებ სივრცეს ტოვებს, ამ საკითხის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციისთვის“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
დღეს, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ოფიციალური პრესრელიზი გაავრცელა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა დროებითი ზომების მითითება, საქმეში სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (განცხადება No54641/21) მომჩივანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
სასამართლომ მოითხოვა, რომ მთავრობამ აცნობოს მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უზრუნველყოს მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა.
სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, დროებითი ზომები დააკისროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს. დროებითი ზომები არის გადაუდებელი ზომები, რომლებიც სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი.
განმცხადებელი მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, დაბადებული 1967 წელს. ის არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
სააკაშვილი სასჯელს იხდის 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან, თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი რამდენიმე დანაშაულისთვის. იგი მიიჩნევს, რომ ბრალდებები არის „პოლიტიკურად მოტივირებული“ და მას შემდეგ შიმშილობს, ამ მოთხოვნის მიღების დროისთვის, სულ 41 დღე.
მას ორჯერ ჩაუტარდა გამოკვლევა სამედიცინო კონსილიუმის მიერ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ის შიმშილობს, ღებულობს მხოლოდ სითხეებს, ვიტამინებს და დაკარგა სხეულის მასის 10%, თუმცა მისი ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული გაუარესება არ დაფიქსირებულა.
სააკაშვილმა სასამართლოსგან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, მაგრამ მოთხოვნა უარყვეს.
სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებამ არ გადასცა სამედიცინო ბარათი, ასეე ციხის საავადმყოფო არ იყო სათანადოდ აღჭურვილი მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და იქ მისი უსაფრთხოება ვერ იქნება გარანტირებული. ამგვარად, მან მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) მუხლებზე დაყრდნობით მოითხოვა მულტიფუნქციურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, რასაც რეკომენდაციას უწევს სამედიცინო საბჭო, საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველები. საჩივარი ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 10 ნოემბერს შევიდა“, – აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.
10 ნოემბერს სასამართლომ გადაწყვიტა მიუთითოს საქართველოს მთავრობას, 39-ე მუხლზე დაყრდნობით, რათა მან მიაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს აპლიკანტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში, მიაწოდოს მას სათანადო სამედიცინო დახმარება შიმშილობის დასრულების შემდგომ აღდგენის პერიოდში. ასევე, უნდა შედგეს აპლიკანტის ჯანმრთელობის აღდგენის გეგმა.
ამავე დროს სასამართლო მოუწოდა აპლიკანტს, შეწყვიტოს შიმშილობა. სასამართლომ ასევე შესთავაზა მხარეებს, წარადგინონ ამ დროებით ზომებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ორი კვირის ვადაში (2021 წლის 24 ნოემბრამდე)
სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, პრიორიტეტი მიანიჭოს საქმეს 41-ე წესზე დაყრდნობით.
სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესით განსაზღვრული ზომები მიიღება სასამართლოს განხილვამდე და არ განაპირობებს შემდგომ გადაწყვეტილებებს საქმის დასაშვებობასა თუ არსებითად საქმეზე. სასამართლო მსგავს თხოვნებს აკმაყოფილებს ბოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც აპლიკანტი სხვა შემთხვევაში დადგება გამოუსწორებელი ზიანის მიღების რეალური საფრთხის წინაშე.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















