გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ ჰაკერებმა მისი ელექტრონული ფოსტა გატეხეს

საქართველო, თბილისი - 13:34 | 14.11.2021
ნანახია: 382

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ ჰაკერებმა მისი ელექტრონული ფოსტა გატეხეს და უწყების სახელით ათობით ათასი ყალბი წერილი გააგზავნეს, რომლებიც შეიცავდა გაფრთხილებას შესაძლო კიბერთავდასხმების შესახებ.

ბიუროში ამბობენ, რომ ყალბი ელექტრონული წერილები სავარაუდოდ იგზავნებოდა გამოძიების ფედერალური ბიუროს ელექტრონული ფოსტის ოფიციალური მისამართიდან, რომელიც ბოლოვდებოდა "ic.fbi.gov".

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ დაზიანებული სისტემები გამორთული იყო, ბიუროში აღნიშნავენ, რომ პრობლემა ჯერ კიდევ გადაჭრილი არ არის.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე